რეზონანსი
06.09.2025

არ მესმის თურქეთთან მატჩში წითელი ბარათი რატომ მიჩვენეს. მეოთხე მსაჯს ლეგიტიმური კითხვები დავუსვი, მან კი ამის საპასუხოდ გამაძევა, - განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

„რაც შეეხება მატჩს, ვფიქრობ არ გაგვიმართლა. გვქონდა შანსები და ჩვენი თამაშით ფრეს ვიმსახურებდით. ჩემი აზრით ტაქტიკის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ძველ სისტემას ხარვეზები ჰქონდა და ეს წინა მატჩებში გამოჩნდა. ის პრობლემები, რაც თურქეთთან გვქონდა, ჩემი აზრით ინდივიდუალური შეცდომების ბრალი იყო და არა ტაქტიკის. ვფიქრობ, წინ უნდა გავიხედოთ და ახალ სისტემებზე გადავერთოთ. ახლა ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

ბულგარეთთან მატჩის წინ გარკვეული ანალიზი გავაკეთეთ. იქნება გარკვეული ცვლილებები, რათა უფრო ორგანიზებულად ვიმუშაოთ, ვიდრე თურქეთთან მოვახერხეთ", - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას 7 სექტემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე" ბულგარეთს დაუპირისპირდება.

4 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე" თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 2:3 დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×