|

კაროლ ნავროცკის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტის სასახლეში გადავიდა, იყო ევროკავშირის დროშის საკუთარი კაბინეტიდან მოცილება — ამის შესახებ იუწყება ადგილობრივი გამოცემა „ვიბორჩა“.
აღნიშნული მედიის ცნობით, ევროკავშირის დროშების არარსებობა თვალსაჩინო იყო მინისტრთა კაბინეტის სხდომის (27 აგვისტო) დროს. შეხვედრაზე მონაწილე პოლიტიკოსების უკან მხოლოდ პოლონეთის დროშები იყო განთავსებული.
ევროკავშირის დროშები პრეზიდენტის სასახლიდან გაქრა? - ეს კითხვა პოლონურმა მედიამ პრეზიდენტის წარმომადგენელს დაუსვა.
„წინა კვირას პრეზიდენტის გამოსვლებისას გამოჩნდა სამი დროშა: პოლონეთის, ნატოსა და ევროკავშირის. ეს დროშები წარმოდგენილია კანცელარიის შენობებში,“ — განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა რაფალ ლეშკევიჩმა, თუმცა, მან კომენტარი არ გააკეთა იმ ცნობაზე, რომ ევროკავშირის დროშა ნავროცკის კაბინეტიდან მართლაც იქნა მოცილებული.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|