რეზონანსი
06.09.2025

პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე ჭყონდიდელის ქუჩა N20-ში, ბენდელიანის N14/144-ში და ასევე, ერისთავის ჩიხში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა.

„ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან. ვისაუბრეთ ჩვენი გუნდის გეგმებზე, სამომავლო პროექტებზე, ასევე, ყურადღება გავამახვილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. გავეცანით მათ საჭიროებებს, რასაც მომავალში ერთობლივი ძალებით მოვაგვარებთ“, - აღნიშნა შალვა მაისურაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ერისთავის ჩიხში მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები რატი იონათამიშვილი და ირაკლი ხელაძე შეხვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×