რეზონანსი
07.09.2025

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ახალი გამოძიების საქმის მასალებში დევს ვიდეო-ფაილები საიდანაც დგინდება, რომ ქილერი იმ დროს როდესაც ოფიციალურად პოლიცია მთელ საქართველოში ეძებდა, პროკურატურიდან 200  მეტრში სასტუმრო  "თბილისი თაურსში" ცხოვრობდა.

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა კადრები, რომელიც დიღომში, თბილისის პროკურატურიდან და სასამართლოდან რამდნიმე მეტრში სასტუმრო "თბილისი თაურსში" 15 მარტს ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან 24 საათში, ანუ იმ დროს არის გადაღებული.

მკვლელობაში ბრალდებული ამ დროს სასტუმროში, სადაც გიორგი ჯოხაძესთან ერთად ხშირი სტუმარი იყო და პერსონალსაც კარგად იცნობდა, დღისით, 13:00 საათზე მიდის და არავის არ ემალება.[უძილაური ჯერ თანამშრომლებს ესალმება, შემდეგ გასაღებს იღებს და ნომერში ადის. რამდენიმე  საათში, ნომრიდან გამოდის პერსონალს ტაქსს აძახებინებს და ტერიტორიას ტოვებს.

„შაბათის  ეთერის" მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, რომ გელა უძილაური  სასტუმრო "თბილსი თაუერში“  16 მარტსაც ბრუნდება. [ნომერში ადის, სადაც პერსონალს ტელევიზორის ჩართვაში  დახმარებას სთხოვს. ქილერთან ნომერში  სასტუმროს ერთ- ერთი თანამშრომელი შედის, შემდეგ ოთახს  ტოვებს უძილაური,  ის ჯერ სასტუმროში სეირნობს მალევე კი  უკან ნომერში  ბრუნდება.

16  მარტს, 13 საათზე უძილაური  სასტუმროს დატოვების გადაწყვეტილებას იღებს სათვალთავლო კამერების ჩანაწერების მიხედვით ის ერთ-ერთ თანამშრომლეს ჯერ  ტაქსის გამოძახებას, შედმეგ კი დარეკვას სთხოვს, უძილაურს სავარაუდოდ არ უპასუხეს, ამიტომ ის ტელეფონს მალევე სასტუმროს თანამშრომელს უბრუნებს და შენობიდან გადის. 

გელა უძილაური სასტუმროს  ტელეფონიდან კონკრეტულ პირთან დაკავშირებას 16 მარტს გვიან ღამითაც ცდილობს. დიღომში დაბრუნებული ქილერი მობილურ ტელეფონს ისევ სასტუმროს პერსონალს სთხოვს.

სასტუმრო, სადაც სავარაუდოდ, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაიგეგმა და შემდეგ ქილერი თავს  აფარებდა ირაკლი ღარიბაშვილის ნათელ-მირონის, ვასილ ობოლაშვილს ეკუთვნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×