რეზონანსი
07.09.2025

 

 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მორიგ შეტევას ეხმაურება.

„რუსეთი ამწვავებს თავის ტერორს უკრაინის წინააღმდეგ და ეს ჩვენი მოკავშირეებისგან ძლიერ რეაგირებას საჭიროებს. პირველად, ერთ ღამეში 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა იყო გამოყენებული. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კიევში, ოდესაში, კრემენჩუგში, კრივოი როგში, ზაპოროჟიესა და სხვა ქალაქებში.

პირველად სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა დააზიანა უკრაინის მთავრობის შენობა კიევში. ეს თავისთავად სერიოზული ესკალაციაა.

ყველაზე დიდი ცინიზმი ისაა, რომ ეს სასტიკი შეტევები სწორედ იმ დროს ხორციელდება, როცა პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს მშვიდობის მისაღწევად. მაგრამ ამ ძალისხმევაზე პასუხის გაცემისა და ლიდერების შეხვედრაზე დათანხმების ნაცვლად, პუტინი უარყოფს დიპლომატიას და ამწვავებს ტერორს.

მხოლოდ ზეწოლას შეუძლია მოსკოვის ტერორის ესკალაციის შეჩერება. რუსეთის საომარი მანქანა მუშაობს ნავთობისა და გაზის შემოსავლებით. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შეუწყვიტონ მისი დაფინანსება ომის დასასრულებლად. რუსეთის ტერორის „ანტირეკორდებს“ ძლიერი პასუხი სჭირდება. ახალი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ახალი მხარდაჭერა უკრაინისთვის, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. ლოდინი შედეგს არ მოიტანს – მოქმედება საჭიროა ახლა“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×