რეზონანსი
07.09.2025

უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური განხილვის თემაა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევა საქართველოში. "არჩევნებთან დაკავშირებით, არავითარი კითხვა არ უნდა დარჩეს" - თქვა მთავრობის მეთაურმა და განაცხადა, რომ საერთაშორისო მონიტორებს, მუნიციპალური არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ხელისუფლება ყველა პირობას შეუქმნის. ოფიციალური წერილი ეუთო/ოდირს უკვე გაეგზავნა, გადაწყვეტილება კი საზოგადოებას გუშინ თავად მთავრობის მეთაურმა გააცნო. 

საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მმართველი გუნდი საერთაშორისო მისიაზე, ამჯერად კიდევ უფრო მძიმე ზეწოლას ელოდება, თუმცა იმედი აქვს, რომ ეუთო/ოდირი საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. 

"გვახსოვს, საპარლამენტო არჩევნების პროცესში, რა რეაგირება მოჰყვა და როგორ არ სცეს პატივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეუთო/ოდირის დასკვნას. ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა და შემდგომში, მათი შეფასება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა პოზიტიურ როლს ითამაშებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების როგორც დაკვირვების, ასევე შემდგომ, მისი შეფასების პროცესში. ეს კიდევ ერთხელ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ არის დამკვიდრებული პრაქტიკად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის მოწვევისა, მხოლოდ და მხოლოდ ერთეული შემთხვევები შეგვიძლია გავიხსენოთ, მაინც ეს მნიშვნელოვნად პოზიტიურ როლს ითამაშებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების და მისი ლეგიტიმაციის პროცესში“, - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×