
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თითქმის 5-ჯერ უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ბულგარეთის ეროვნული ნაკრები.
უფრო კონკრეტულად Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ჯამური სატრანსფერო ღირებულება 189.7 მილიონ ევროს შეადგენს, ბულგარეთის კი 39.15 მილიონ ევროს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთზე 5-ჯერ უფრო ძვირადღირებულია
საქართველოს ეროვნული ნაკრების:
ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ ევრო;
გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;
გიორგი მიქაუტაძე - 22 მლნ ევრო;
ზურიკო დავითაშვილი - 10 მლნ ევრო;
საბა გოგლიჩიძე - 8 მლნ ევრო.
ბულგარეთის ეროვნული ნაკრები:
კირილ დესპოდოვი - 8 მლნ ევრო;
ილია გრუევი - 5 მლნ ევრო;
მარინ პეტკოვი - 3.5 მლნ ევრო;
ანტონ ნედიალკოვი - 2 მლნ ევრო;
ივაილო ჩოჩევი -2 მლნ ევრო.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს. მატჩი „დინამო“ არენაზე 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა თურქეთთან ჩაატარა და დამარცხდა.