რეზონანსი
07.09.2025

რუსეთის ყოველი თავდასხმა მიზანმიმართულად გაკეთებული არჩევანი და გზავნილია: რუსეთს მშვიდობა არ სურს, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„დღევანდელი დარტყმები, მათ შორის კიევში მთავრობის შენობაზე, ესკალაციის აშკარა ნიმუშის ნაწილია. გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას", - წერს კალასი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×