რეზონანსი
07.09.2025

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთან მართავს.

მატჩი თბილისში, "დინამო" არენაზე მიმდინარეობს.

ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიაა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა თურქეთთან ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.

ჯამში 6 -ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×