რეზონანსი
07.09.2025

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 30-ე წუთზე გახსნა. სხვაობა ორ ქულამდე გაზარდა სადებიუტო გოლით, პირველი ტაიმის მიწურულს - 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ. ხოლო მატჩის მესამე გოლი ბულგარელებს 65-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაუტანა. ამრიგად ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველო თურქეთთან დამარცხდა.

ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×