რეზონანსი
07.09.2025

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ბულგარეთთან მოგებული (3:0) შეხვედრა შეაფასა.

„პირველ რიგში, გილოცავთ საქართველოს კალათბურთელთა და ფეხბურთელთა ნაკრებების, გამარჯვებას.

თურქეთთან და ბულგარეთთან ორი განსხვავებული მატჩი ჩავატარეთ. ბიჭებმა მოახერხეს ძალების აღდგენა და შეცდომების გამოსწორება. მადლობა ყველა ფეხბურთელს, განსაკუთრებით კი გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც პირველივე წუთებზე ურთულესი ბურთი მოიგერია.

კაშიას რაც შეეხება, დიდი პატივისცემა გურამს. სანიოლი ესაუბრა მას და მწვრთნელმა პროფესიონალური გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

დებიუტანტებმა კარგად ითამაშეს. ლომინაძეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გამოვიძახეთ და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. გოგლიჩიძეზე იგივე შემიძლაი ვთქვა, რაც ლომინაძეზე. საბა სწრაფი და აქტიური ფეხბურთელია, სერია A-ში თამაშობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა. ის იქნება მცველი, ვინც ნაკრებში წლების განმავლობაში ითამაშებს.

ოქტომბერში ესპანეთსა და თურქეთში ორი რთული თამაში გველის. ჯგუფიდან გასვლის შანსები ჯერ ისევ არის და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

კაშია გუნდის კაპიტანია, ამავე დროს, გადავწყვიტეთ, რომ კვარაცხელია, კიტეიშვილი და კაკაბაძე ვიცე-კაპიტნები იქნებიან. დღევანდელ თამაშში გადავწყვიტეთ, კაპიტნობა ხვიჩასთვის მიგვენდო. ის მოედანზე გუნდის ლიდერია, მაგრამ ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იქნება კაპიტანი.

ოქტომბერში ურთულესი მატჩები გველის. გვსურს, ყველასთან თანაბრად ვითამაშოთ. თურქეთთან კი რაც დაგვაკლდა, ეს სწრაფი თამაში იყო და ამის გამო დავმარცხდით. რეალობიდან გამომდინარე, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×