რეზონანსი
07.09.2025

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,  „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა  აგრძელებს ამომრჩეველთან აქტიურ კომუნიკაციას. 

ამჯერად, ჭითანავა სოფელ ფოლადაურს, სამწევრისსა და ზემო ბოლნისს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან სამომავლო გეგმები განიხილა, მოისმინა მათი საჭიროებები და იმსჯელა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

მერობის კანდიდატის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა პარტია „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოსახლეობას თანადგომისა და ნდობისთვის.

„მჯერა, რომ ჩემს გუნდთან, ბოლნისელებთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ,“ – აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×