რეზონანსი
07.09.2025

მიხეილ ყაველაშვილმა., საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრისას, მიხეილ ყაველაშვილმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქართელმა ფეხბურთელებმა დღევანდელი თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალაა.

„დღეს იყო საქართველოს დღე. კალათბურთელებმა ძალიან გაგვახარეს, მაგარი თამაში მოიგეს საფრანგეთთან და ისტორიული შედეგი დადეს. თქვენ ისევ დაამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი, მაგარი გუნდი და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ხართ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ თავდადებისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ. ხედავთ რა ხდებოდა ტრიბუნებზე და იცოდეთ, რომ მთელი საქართველო თვენს გვერდით დგას",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრისას.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან , პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან , თბილისის მერთან კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×