რეზონანსი
07.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს ეხმაურება. ამის შესახებ კელოგი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს ვიდეოს აზიარებს.

კელოგი აღნიშნავს, რომ რუსეთის უკრაინაზე დარტყმა არ მიუთიტებს იმაზე, რომ მოსკოვს ომის დასრულება დიპლომატიური გზით სურს.

„ნებისმიერ ომში საფრთხე ესკალაციაა. რუსეთი, როგორც ჩანს, ესკალაციას ახდენს ომის ყველაზე მასშტაბური თავდასხმით, რომელმაც კიევში უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ოფისს დაარტყა. მე ორი კვირის წინ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან ერთად ვიყავი ამ შენობაში. ისტორია გვიჩვენებს, რომ მოვლენები შეიძლება, კონტროლის გარეშე ესკალირდეს ასეთი ქმედებების შედეგად. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის შეჩერების მიზნით. თავდასხმა არ იყო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ამ ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს", - წერს კელოგი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასიური საჰაერო იერიში მიიტანა. კიევში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ოთხი ადამიანია დაღუპული, ხოლო 44-ზე მეტი დაჭრილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×