რეზონანსი
08.09.2025

გერმანიაში, ადგილობრივი არჩევნების წინ, სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის, მათ შორის პოპულარული AfD-ის 7 წევრის, მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რომელზეც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც ამახვილებს ყურადღებას, კეთილსინდისიერი და არა „დიფ სტეიტის“ მარიონეტი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნეობოლშევიკური, EUSSR-ული „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში, გერმანიის სამართალდამცავებმა სწრაფად გამორიცხეს დანაშაულის ნიშნები, ყველა გარდაცვალება კი ე.წ.„ბუნებრივ მიზეზებს“ მიაწერეს. ხოლო ის, ვინც ამას ეჭვის თვალით უყურებს ე.წ. კონსპიროლოგია. ამ მახინჯი ლოგიკით, რუსეთის არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური აქტორის სიკვდილი თუ მოწამვლა ე.წ. შეთქმულების თეორიის ნაწილია.

„გერმანიაში, ადგილობრივი არჩევნების წინ, სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის, მათ შორის პოპულარული AfD-ის 7 წევრის, მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რომელზეც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც ამახვილებს ყურადღებას, კეთილსინდისიერი და არა „დიფ სტეიტის“ მარიონეტი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა.

ნეობოლშევიკური, EUSSR-ული „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში, გერმანიის სამართალდამცავებმა სწრაფად გამორიცხეს დანაშაულის ნიშნები, ყველა გარდაცვალება კი ე.წ.„ბუნებრივ მიზეზებს“ მიაწერეს. ხოლო ის, ვინც ამას ეჭვის თვალით უყურებს ე.წ. კონსპიროლოგია. ამ მახინჯი ლოგიკით, რუსეთის არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური აქტორის სიკვდილი თუ მოწამვლა ე.წ. შეთქმულების თეორიის ნაწილია.

აქამდეა დასული „დიფ სტეიტის“ ვასალობა, რაც გერმანიის მაგალითზეც თვალსაჩინოა - ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეთა დევნა (AfD), საეჭვო სიკვდილის ფაქტები, სიტყვის თავისუფლების კონტროლი, განსხვავებულთა კონსპიროლოგებად შერაცხვა, ეკონომიკური სტაგნაცია, თუმცა გეოპოლიტიკურ აქტორობაზე ცრუ პრეტენზიები.

საბჭოთა კავშირის შავბნელი „სახელმძღვანელოს“ ამ პრინციპებმა ბოლო მოუღო „წითელ იმპერიას“, იგივე ხდება ევროკრატიის ვითომ დემოკრატიულ წიაღშიც და ეს ფართოდ განიხილება ავტორიტეტულ დასავლელ მოაზროვნეებში“, - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×