რეზონანსი
08.09.2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს. ანანიძე სოფო ჯაფარიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ "ქართული ოცნება" ყოფილი თანაგუნდელებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს.  

ანანიძე ჯაფარიძეს მიმართავს, რომ ახსოვდეთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელსაც მათი შიდა და გარე გეგმები ვერასდროს ამარცხებს.

„სოფო ჯაფარიძის განცხადება ოცნების ყოფილი წევრების შესახებ: გახსოვდეთ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელსაც ვერც თქვენი შიდა და ვერც გარე გეგმები ვერასდროს ამარცხებს“, - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×