რეზონანსი
08.09.2025

ეუთო/ოდირის დასკვნა ამ შემთხვევაშიც იქნება პოზიტიური, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევას ეხება.

„მიუხედავად იმისა რომ, ოპოზიციამ და გარკვეულმა დასავლურმა პოლიტიკურმა წრეებმა ეუთო/ოდირის დასკვნა გვერდზე გადადეს და თვალი დაიბრმავეს, არ დაინახეს ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნა, ფაქტი მაინც ჯიუტია. ეუთო/ოდირის დასკვნა ამ შემთხვევაშიც იქნება პოზიტიური და რა თქმა უნდა, ეს მათ აშფოთებთ, იმიტომ რომ მათ უარგუმენტობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არგუმენტირებული დადებითი დასკვნა უპირისპირდება ხოლმე“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×