რეზონანსი
08.09.2025

ანიტა და მისი რაზმი მანიპულაციის იმედად არის დარჩენილი. მათმა მომხრეებმა უნდა გააკეთონ დასკვნა – ან ისინი თუნდაც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ არიან მანიპულირებული, ან მანიპულირებენ ხალხზე თავად, ვინც პოლიტიკაში 5 000 ლარს იღებს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, არცერთი შემთხვევა მათ სასარგებლოდ ვერ მეტყველებს.

ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდნონ მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.

„სოფო ჯაფარიძეს „სიურპრიზი“ წამოსცდა, თუ გამიზნულად თქვა? მათ პოლიტიკურ მეტყველებაში არ არის რაიმე სიმძიმე, გარდა სიტყვების რახარუხისა. მისი წამოცდენაც სიტყვების რახარუხს მოჰყვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×