რეზონანსი
08.09.2025

საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირ-ის დასკვნა იყო პოზიტიური და მათი მხრიდან აღიარებული იყო, როგორც კონკურენტუნარიანი. მათი მხრიდან ითქვა, რომ ხელისუფლება მოქალაქეებმა აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, იმედია, ეუთო-ოდირ-ი სადამკვირვებლო მისიის დროს აქტიური იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც ეს დოკუმენტი გვერდზე იყო გადადებული, თავები დაიყრუეს, სიმართლეს გვერდს ვერ უვლიან, მათი უარგუმენტო საუბარი ჰაერშია გასროლილი. იმ ძალებსაც კი, ვისაც ობიექტურობა ნაკლებად აინტერესებთ, მათთვისაც სადამკვირვებლო მისიის დასკვნა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან სიმართლე და ფაქტი ისეთია, რაზეც ადვილი გადავლა ვერ მოხდება. იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დასკვნა ობიექტური იყოს, ეუთო/ოდირ-ი მოვიწვიეთ. იმედია, ეუთო-ოდირ-ი სადამკვირვებლო მისიის დროს აქტიური იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×