რეზონანსი
09.09.2025

მათი [პარტია „გახარია საქართველოსთვის“] მხრიდან დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემობრძანდნენ პარლამენტში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ მოქმედებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და ისეთ შეცდომებს უშვებენ, როგორიც მაგალითად საპარლამენტო ბოიკოტი იყო.

„გახარიამაც შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს; ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ, დავალებებს ასრულებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არ შემოსვლა იყო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×