რეზონანსი
09.09.2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა, ადგილობრივ მოსახლოებასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

მერობის კანდიდატის ცნობით, მას ბალახაურის, ჭაპალის, სამტრედოსა და მწყნეთის მაცხვორებლებთან ჰქონდა შეხვედრები.

„მორიგი საინტერესო, მეგობრული შეხვედრა მქონდა ბალახაურის, ჭაპალის, სამტრედოსა და მწყნეთის მოსახლეობასთან.

მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია საშუალებას მაძლევს უშუალოდ მოვისმინო მათი საჭიროებები, ვუპასუხო შეკითხვებს და მათ გავუზიარო ჩემი და ჩემი გუნდის სამომავლო გეგმები.

მჯერა, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას,“ - წერს ზამურ ჭითანავა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×