|

„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელია. როგორც ირაკლი ცეცხლაძე აღნიშნავს, მისთვის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები ნაცნობია და შესაბამისად თითოეული პროექტის დაგეგმვა ადგილობრივების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს გამოყოფს, რომელიც ბოლო წლების გამოწვევა იყო მუნიციპალიტეტისთვის, ეს არის ეკომიგრანტი ოჯახების საკითხი. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში 126 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება.
ასევე, ქობულეთში ბოლო პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ფიჭვნარის ბულვარის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის დასრულებით ქობულეთის სანაპირო ზოლი სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი იქნება. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ტურიზმთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
ირაკლი ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველა დაწყებული პროექტი დასრულდეს. მნიშვნელოვან სიახლეებს გეგმავს ქობულეთის უფრო მეტად განვითარებისთვის. ერთიანი გუნდით, მთელი ძალისხმევით აპირებს მუნიციპალიტეტი გამორჩეულ ადგილად აქციოს არამხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სტუმრებისთვის.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|