
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს გრიგოლ გეგელიას მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს:
"გარდაიცვალა მამა, პროფესორი გიული გეგელია, არქიტექტორთა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი.
რაც ყველაზე მთავარია, გასაოცრად თავმდაბალი, წარმოუდგენელი სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე ადამიანი. შესაშურად წესიერი კაცი, რომელიც უდიდესი სიყვარულით ემსახურა თავის ოჯახს, საზოგადოებას და საყვარელ საქმეს.
ასე მშვიდად და ლამაზად დასრულდა შემოქმედებასა და უანგარო სიკეთეში განვლილი 83 ულამაზესი წელი".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე