მარიამ ვეკუა
15.09.2025

მოლდოვაში არჩვენების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურაც იმატებს - პრეზიდენტი მაია სანდუ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას აკრიტიკებს, საუბრობს ტროლებისა და ბოტ ქსელების გამოყენებაზე, რა მნიშვნელობა აქვს 28 სექტმბრის არჩვნებს რეგიონისთვის და რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს.

Atlantic Council-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოლდოვა ახლა იმყოფება გზაჯვარედინზე იმყოფება. სადაც მისი არჩევანი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.

„რუსეთის გავლენა და პრორუსული ძალების ზრდა წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას მოლდოვას ევროპულ კურსზე. მოლდოვა ახლა გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, რადგან იგი ცდილობს გააძლიეროს თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები და შეინარჩუნოს ევროპული კურსი, მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა.

2025 წლის საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, იქნება თუ არა მოლდოვა ევროკავშირის ნაწილი. თუმცა, არ დაგვავიწყდეს რუსეთის ჩარევამ ამ არჩევნებში შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეფერხება. კრემლი ყველაფერს გააკეთებს რომ ზეგავლენა ჩვეული მეთოდებით მაოხდინოს არჩვნებზე" - ვკითხულობთ Atlantic Council-ის ანგარიშში.

ცნობისთვის. მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რუსეთი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. „ფაინენშალ თაიმსის" ცნობით, მოსკოვი გავლენის დასამყარებლად ტროლებსა და ბოტ ქსელებს იყენებს.

უფრო კონკრეტულად, რუსი მღვდლების მეშვეობით პროპაგანდის გავრცელება და ე.წ. „მატრიოშკას" ქსელის გამოყენება, რაც უცხოური მედიის სახელით ტროლ-ბოტების მიერ, ყალბი კონტენტის შექმნას გულისხმობს,

მოლდოვას პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა მოლდოვას არჩევნებში ჩარევა გააფართოვა და ამ თვის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლები დააზარალა.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში პროევროპელი მაია სანდუ სწორედ დიასპორის აქტიურობის შედეგად გახდა მეორე ვადით ქვეყნის პრეზიდენტი.

„რუსები დიასპორას თავს ესხმიან ", - განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა.

სანდუმმ, რომლის პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიაც იმედოვნებს, რომ 28 სექტემბერს უმრავლესობას შეინარჩუნებს, დასძინა, რომ ეშინია 2024 წლის საარჩევნო კამპანიის განმეორების, როდესაც რუსმა აგენტებმა, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ მდებარე უბნებზე , მათ შორის გერმანიაში, ნეგატიური გავლენა იქონიეს.

რა მოხდა გასულ წელს - „ევროკავშირი ერთადერთი გამოსავალია"

გასულ წელს მოლდოვას უსაფრთხოების სამსახურებმა დეტალურად აღწერეს რუსეთის „უპრეცედენტო" თავდასხმა ქვეყნის საარჩევნო პროცესზე და მოსკოვი შუამავლების ფართო ქსელის მეშვეობით ხმების მოსასყიდვაში დაადანაშაულეს.

როგორც მოლდოვის პრეზიდენტი იუწყება რუსეთმა 2024 წლის არჩევნებში ჩარევაზე მშპ-ს 1%-ის ექვივალენტი დახარჯა.

მოლდოვას მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ რომ რუსეთის ტაქტიკა ახლა ვითარდება და მოსკოვის მიერ დაქირავებული კრიმინალები მოლდოვას ციხეებში არეულობის მოსაწყობად გამოიყენება..

„რუსეთი მართლაც ძალიან ფართო სპექტრის ინსტრუმენტებს იყენებს... ცდილობს ჩვენი ინსტიტუტების გადატვირთვას", - თქვა მოლდოვას პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და მოლდოვას წინაშე არსებული რისკების გათვალისწინებით, „ევროკავშირში ინტეგრაცია დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთი გზაა".

„ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირმა უნდა იპოვოს გამოსავალი, რათა როგორც მოლდოვამ, ასევე უკრაინამ გადადგან შემდეგი ნაბიჯები", - თქვა მან.

არჩევნები მოლდოვაში

გასულ თვეს, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთი 28 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე მოლდოვაში საინფორმაციო კამპანიას აძლიერებდა.

ცოტა ხნით ადრე, ცენტრმა ასევე აღნიშნა, , რომ მოლდოვას საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს კრემლმა პროპაგანდა გააძლიერა, რომელიც მიზნად პროევროპული ხელისუფლების დისკრედიტაციას, საარჩევნო პროცესისადმი ნდობის შელახვას და დიასპორის გაყოფას ისახავდა

ცენტრის ცნობით, ძირითადი ყურადღება პოლიტპატიმრების თემაზე და პრორუსული ძალების წინააღმდეგ სავარაუდო რეპრესიებზეა გამახვილებული.

iData-ს მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სანდუს პარტიას გამოკითხულთა 25%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა, ხოლო პრორუსული „პატრიოტული საარჩევნო ბლოკი" რეიტინგში ლიდერობდა.

თუმცა, 12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, არჩევნების წინ მოქმედი პრეზიდენტის პარტიას თითქმის 40%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×