მარიამ ვეკუა
16.09.2025

ოპოზიცია კვლავ 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციასა და მასშტაბურ დემონსტრაციებზე საუბრობს. ამის პარალელურად კი, ბოლო რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის მხარდამჭერ ჯგუფებში კეთდება მინიშნებები, რომ შესაძლოა აქცია ხელისუფლების მხარდამჭერებმაც მოაწყონ. თუმცა, მმართველ გუნდში ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კონტრაქციის გამართვას არ გამორიცხავს:

„სავსებით შესაძლებელია შედგეს კონტრაქცია. თუმცა, ანტიეროვნული ძალები ვერ გაბედავენ კონტრაქციისთვის ხელის შეშლას,  თვითონ მოერიდებიან ფიზიკურ კონტაქტს,  საპარლამენტო არჩევნების წინ მოგეხსენებათ იყო ბიძინა ივანიშვილის მასშტაბური აქცია, მაშინაც  ვერავინ ვერაფერი ვერ გაბედა,  ვფიქრობ ახლაც ასე იქნება."-აღნიშნა მამრაძემ.

„მე მესმის მმართველი პარტიის მხარდაჭერების ნაწილის გაბრაზება, შეშფოთება ე.წ. „მშვიდობიან დამხობის" მოწოდებებზე, მესმის მათი რეაქციები. თუმცა, მრავალი წელია „ქართული ოცნების" გულშემატკივრები ორკესტრირებულად თავს არ ესხმიან ნაცოპოზიციის წარმომადგენლებს, განსხვავებით უკანასკნელებისგან, რომლებსაც ხინჯად აქვთ თვალში მელიქიშვილის გაზმირზე კახა კალაძის პოლიტიკური საარჩევნო შტაბი.

„ვერავის ვერავინ ვერაფერს დაუშლის. ამკრძალავი საშუალება, რომ დაპირისპირება და შეტაკება არ მოხდეს, არიან სამართალდამცავები. ისინი დაიცავენ წესრიგს, რათა არ განვითარდეს დაპირისპირება, რაც მეტწილად ნაცოპოზიციის პროვოკაციული ქმედებებიდან გამომდინარეობს", -  განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ კონტრაქცია შედგეს და მმართველმა გუნდმა მას მხარი ღიად დაუჭიროს, გვპასუხობს:

„მმართველი გუნდს არც 2024-ში და არც მანამდეც არ დაუჭერია მხარი ასეთი კონტრაქციისთვის. მოწოდება ყოველთვის სიმშვიდისკენ და დემოკრატიული აქტივობისკენ არის. გასაგებია, რომ ვიღაცეებს ამის სურვილი აქვთ, მაგრამ გადავხედოთ 2012 წლიდან დღემდე - ძალადობრივი კონტრაქციები არასდროს ყოფილა ორგანიზებული."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×