რეზონანსი
18.09.2025

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ალ­კოჰო­ლი­სა და უაქ­ცი­ზო სი­გა­რე­ტის არა­ლე­გა­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 7 პირს შო­რის ყო­ფი­ლი მოკ­რი­ვე, ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი და გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ბო­რია გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი არი­ან.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კან­დე­ლაკ­თან და გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს, ქარ­თლოს ჯა­ლა­ბა­ძე - გო­რის აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რის და სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლის, გი­ორ­გი (გივი) ჯა­ლა­ბა­ძის ძმა და ასე­ვე გორ­ში მცხოვ­რე­ბი ალექ­სან­დრე კურ­ტა­ნი­ძე.

ამო­ღე­ბულ სას­მე­ლებს შო­რის არის კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი არა­ყი BELUGA (ბე­ლუ­გა), BELVEDER (ბელ­ვე­დე­რი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვის­კი BORKAN (ბორ­კან) და CHIVAS REGAL (ჩი­ვას რე­გა­ლი).

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ამო­ღე­ბუ­ლია უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის, კერ­ძოდ 75 137 ბოთ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი და 318 000 კო­ლო­ფი უაქ­ცი­ზო სი­გა­რე­ტი. და­კა­ვე­ბუ­ლია და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე 7 პირი.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს შიდა ქარ­თლის რე­გი­ონ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­აჩ­ნდათ არა­ლე­გა­ლუ­რად მოქ­მე­დი, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, სა­დაც კუს­ტა­რუ­ლად ხდე­ბო­და სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის, ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი, ბრენ­დუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­მოს­ხმა-რე­ა­ლი­ზა­ცია. ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ერთ-ერთი სა­წყო­ბი­დან ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია 318 000 კო­ლო­ფი უაქ­ცი­ზო სი­გა­რე­ტი „KARELIA” (კა­რე­ლია).

ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია სი­გა­რე­ტის შე­ფუთ­ვი­სათ­ვის და წარ­მო­ე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ტექ­ნი­კუ­რი და­ნად­გა­რე­ბი. ამო­ღე­ბუ­ლი უაქ­ცი­ზო ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის და სი­გა­რე­ტე­ბის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი შე­ად­გი­ნოს, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 196-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით და მე-200 მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×