რეზონანსი
18.09.2025

"ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მახაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლობისტურ კომპანია Nelson Mullins Riley & Scarborough LLP - თან 11 ივლისს კონტრაქტი გააფორმა და 360 000 დოლარი გადაუხადა.

"რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ უფრო მეტს იგებს იმ რეალურ მიზეზებზე, რის გამოც ზოგიერთი ხმამაღლა ლაპარაკობს ხოლმე ამერიკიდან. სინამდვილეში, ყველამ დავინახეთ, უკვე მერამდენედ, რომ ამ პროტესტისა თუ კრიტიკული განცხადებების უკან დგას არა გულწრფელი ფაქტები, არამედ ფინანსები, შეკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, - ფულის სანაცვლოდ კონკრეტული კრიტიკული განცხადებების გაკეთება," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს ხელს პეტრე ცისკარიშვილი აწერს. მხარეებს შორის გაფორმებულ დოკუმენტში წერია, რომ გადახდილი თანხის სანაცვლოდ, კომპანია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ამერიკაში და ამერიკის მთავრობასთან ურთიერთობებში ლობისტურ მომსახურებას გაუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×