
პოლონეთი ნატო-სთან ერთად წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომელშიც 30 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სამხედრო წვრთნების, „რკინის კარიბჭის“ ფარგლებში 600-ზე მეტი ტანკი, თვითმფრინავი და სარაკეტო სისტემაა ჩართული.
სწავლებაზე წარმოდგენილია Abrams-ის ტანკები, K-9 თვითმავალი ჰაუბიცები, WR-40 Langusta-ს ტიპის სარაკეტო ტყვიამფრქვევები, Rak-ის ტიპის ნაღმმტყორცნები, Rosomak ZSSW-30 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები, Spike-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო და Piorun-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
საჰაერო მხარდაჭერა ხორციელდება F-35 და F-16 გამანადგურებლებით და AH-64 Apache ვერტმფრენებით.
ორჟიში ასევე მასპინძლობს ნატო-ს მუდმივ ბატალიონის საბრძოლო ჯგუფს, რომელშიც შედიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთისა და ხორვატიის ჯარები.
წვრთნები ორჟიშის საწვრთნელ მოედანზე ტარდება, რომელიც სტრატეგიული სუვალკის დერეფნიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. სუვალკის დერეფანი აკავშირებს პოლონეთს და ლიეტუვას და ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადის ანკლავს შორის მოქცეული.
პოლონური მედიის შეფასებით, ეს ტერიტორია დიდი ხანია ნატო-ს „აქილევსის ქუსლად“ მოიხსენიება, თუმცა წვრთნები, რომლებიც ალიანსის უფრო ფართო მანევრების „რკინის დამცველის“ ნაწილია, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ერთიანობის დემონსტრირებას ისახავს მიზნად.