რეზონანსი
18.09.2025

ზურაბ ზვიადაურთან იზოლატორში პროკურორები ბრალის წარსადგენად შევიდნენ.  "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს და ოლიმპიურ ჩემპიონს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს. დღეს დუმილი მედიასთან არ დაურღვევია არც მის ადვოკატსაც. უფლებადამცველი რამდენიმე წუთის წინ შევიდა იზოლატორში, რათა ბრალის წარდგენის პროცედურას დაესწროს.

ზურაბ ზვიადაური - "ოცნების" ყოფილი დეპუტატი მკვლელობის ბრალდებით 2021 წელს დააკავეს და რამდენიმე თვეში 50 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაშინ ამბობდნენ, რომ ყოფილმა დეპუტატმა შური ძმის მკვლელობისთვის იძია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×