რეზონანსი
18.09.2025

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ზვი­ა­და­უ­რის ად­ვო­კატ­მა და­თუ­ნა მო­დე­ბა­ძემ ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მო­დე­ბა­ძე გან­მარ­ტავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზვი­ა­და­ურს სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი ჰქონ­და, მას ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი არ ჰქონ­და.

ასე­ვე, ად­ვო­კა­ტი გა­მო­რი­ცხავს ზვი­ა­და­უ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბას.

"მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა ედე­ბა ბრა­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, ჰქონ­და თუ არა ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, გე­ტყვით, რომ ჰქონ­და უფ­ლე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნეა, მაგ­რამ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რაც ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, იმა­ზე ია­რა­ღის აკ­რძალ­ვა არ ჰქონ­და",- გა­ნა­ცხა­და მო­დე­ბა­ძემ.

კი­თხვა­ზე, რად­გან ბრალ­დე­ბულს ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღი არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ის "ახლა ეც­ნო­ბა საქ­მის მა­სა­ლებს და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექ­ნე­ბა.

"ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. ზუს­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა არ ვიცი, მაგ­რამ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და და გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით გა­ა­ჩე­რეს",- აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

კი­თხვა­ზე, საქ­მე­ში რო­მე­ლი ია­რა­ღი დევს - მას­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, თუ სხვა, მო­დე­ბა­ძე პა­სუ­ხობს, რომ "არ იცის და გა­არ­კვევს". ის საქ­მე­ში პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს გა­მო­რი­ცხავს.

"არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კას არ უკავ­ში­რებს. გა­ა­ჩე­რეს და ია­რა­ღი ამო­ი­ღეს, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­იგ­ზავ­ნა",- აცხა­დებს მო­დე­ბა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2025 წლის 16 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-იდან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თან, ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი აქვს წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზეც. კერ­ძოდ კი, 2021 წლის 16 აგ­ვის­ტოს, სო­ფელ წი­ნან­დლის ტყე­ში ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს და­იჭ­რა 5 პირი, მათ შო­რის 3 გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი, ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი იყო.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი მკვლე­ლო­ბის, ერთი პირი - ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი კი, ია­რა­ღის და­უ­დევ­რად შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს, ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი კი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი ამ დრომ­დე არ დამ­დგა­რა. ზვი­ა­და­ურ­მა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო აირ­ჩია, მათი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი კი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×