რეზონანსი
18.09.2025

ოლიმპიურ ჩემპიონს, ზვიად ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე არსებობს, რის გამოც პროკურატურა ზვიად ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ასევე, პროკურორი საუბრობდა ზვიადაურის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატმა სასამართლოს ზვიადაურის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებით სარგებლობს.

ოლიმპიურ ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×