რეზონანსი
18.09.2025

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ძალიან აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას, ვცდილობთ, რომ აბსოლუტურად ყველა მისამართზე მივიდეთ, ის საჭიროებები, რომლებიც მათ აქვთ, გამოწვევებს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა ნაწილში, პირადად გავეცნოთ და ჩავერთოთ პროცესში, მაქსიმალურად ვნახოთ მოსახლეობასთან ერთად ამ საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზები - ამის შესახებ სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", გიორგი დოხტურიშვილმა, "კურიერის" ეთერში განაცხადა.

გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, შეხვედრები მოსახლეობასთან მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

"საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ძალიან აქტიურად ვხვდებით მოსახლეობას, ვცდილობთ, რომ აბსოლუტურად ყველა მისამართზე მივიდეთ, ის საჭიროებები, რომლებიც მათ აქვთ, გამოწვევებს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა ნაწილში, პირადად გავეცნოთ და ჩავერთოთ პროცესში და მაქსიმალურად ვნახოთ მოსახლეობასთან ერთად ამ საკითხების და პრობლემების გადაჭრის გზები.

რაც შეეხება შეხვედრებს, ჩვენ მიმდინარე თვის ბოლომდე დავასრულებთ მოსახლეობასთან ყველა ლოკაციაზე მისვლას და შეხვედრას. მოსახლეობისთვის იმ გეგმების გაცნობა ხდება, თუ რას განვახორციელებთ, დედაქალაქის მერიასთან და ადგილობრივ გამგეობასთან ერთად.

ასევე ხდება მოსახლეობის პრობლემური საკითხების შესწავლა", - აცხადებს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" გიორგი დოხტურიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×