რეზონანსი
18.09.2025

 თელავის მუნიციპალიტეტში 42 წლის კაცმა ვენახის შესაწამლი საშუალება დალია და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ კონდოლში მოხდა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

მამაკაცმა პრეპარატი ოჯახისგან ფარულად მიიღო და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში მოხვდა.

სამდღიანი მკურნალობის მოუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მამაკაცს შესაწამლი საშუალება სასმელში აერია, თუ ის თვითმკვლელობის მიზნით მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×