რეზონანსი
19.09.2025

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლეშეკ მილერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ გააკრიტიკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მიზეზი ზელენსკის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი მასობრივი თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი მოსახლეობის გადარჩენას ვერ შეძლებდა.

პასუხად მილერმა ზელენსკის „ტიპური რუსული მარიონეტი“ უწოდა და მას რუსული რიტორიკის გავრცელებაში დასდო ბრალი.

პოლონეთის ექს-პრემიერის ბრალდებას უკრაინის საელჩო გამოეხმაურა, რომელმაც მილერის განცხადებას „პროვოკაციული და მიუღებელი უწოდა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×