
განწყობები, რომლებიც გვაქვს ქვეყანასა თუ დედაქალაქში აჩვენებს, რომ კახი კალაძის გამარჯვება უალტერნატივოა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო კლიპის პრემიერაზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიზანი ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებაა.
„მადლობა კახი, მადლობა ყველას მობრძანებისთვის, მადლობა მშვენიერი ინიციატივისთვის, რომელსაც დღეს ყველა ერთად ვნახავთ კლიპის სახით. დასრულების ფაზაში გადადის წინასაარჩევნო კამპანია, ყველა ხედავს, ქვეყანაც და რაც მთავარია ჩვენი დედაქალაქი ხედავს, ვინ არის საქმით მოსული და ვის აქვს საქმიანი გეგმა, ვინ ფიქრობს ქალაქზე და თანამოქალაქეებზე და ვისი აზრები ცოტა სხვაგან ტრიალებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის განწყობები, რომელიც დღეს გვაქვს მთლიანად ქვეყანაში, დედაქალაქში, აჩვენებს, რომ უალტერნატივო არის კახი კალაძის გამარჯვება. ჩვენ ვთქვით, ჩვენი მიზანი პირველივე ტურში კახის გამარჯვებაა და ყველა მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში შესაბამისი გამარჯვება და უმრავლესობის მოპოვება. ასე, რომ წარმატება კახის და ყველა ის გეგმები, რომელსაც ეს პერიოდია ვისმენთ, დარწმუნებული ვარ, მომავალ ოთხ წელში ყველაფერი შესრულდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.