|

„რეალურად ახლა ჩვენც იგივე დაბომბვის ქვეშ ვიმყოფებით, როგორი დაბომბვის ქვეშაც იმყოფება უკრაინა. მინდა ყველას გავახსენო, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ რუსებს სერიოზული სიურპრიზი შესთავაზა „აბლაბუდას“ სახით და მგონია, რომ ჩვენც რაღაც მსგავსი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ. განსხვავებული, რომელსაც არ ელოდებიან და აქამდე არასდროს გვიქნია“- ამის შესახებ ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ახობაძემ „დღის ამბებში“ განაცხადა.
„ისეთი რამე, რომ გარდატეხა შევიტანოთ. უკრაინამაც ამის შემდეგ ისეთი გარდატეხა შეიტანა, მოტივაციის თვალსაზრისით იმხელა ნახტომი იყო უკრაინელი მებრძოლებისთვის ის ოპერაცია, რაც ჩატარდა და დღემდე ვუყურებთ წერტილოვან დარტყმებს იმ არტერიებზე, რომლებიც ასაზრდოვებს რუსულ სამხედრო მანქანას, იქნება ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, თუ ასე შემდეგ. ჩვენც რაღაც „აბლაბუდას“ მსგავსი უნდა გამოგვივიდეს. 4-ში ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ, თუ არ შევიკრიბეთ, ვერაფერს დავიწყებთ. 4 რიცხვი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ რუსული გავლენების გამტარებელ ე.წ. ხელისუფლებას, როგორიც ჩაუტარეს უკრაინელებმა რუსებს „აბლაბუდას“ სახით. ისეთი რაღაც უნდა ვქნათ, რაც აქამდე არ გვიქნია და ეგ რაღაც ჩემი გადმოსახედიდან არის პერმანენტული პროცესი, რომელიც იქნება ქუჩაში და დილით, მოქალაქეები რომ გაიღვიძებენ და სამსახურში წასვლას რომ დააპირებენ დახვდებათ ქუჩაში“, - განაცხადა გიორგი ახობაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|