რეზონანსი
29.09.2025

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ დღეს შედგა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და კატარის პრემიერ-მინისტრს შორის, რომლის დროსაც ნეთანიაჰუმ „ღრმა სინანული გამოხატა" იმის გამო, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ კატარელი სამხედრო მოსამსახურე იმსხვერპლა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ასევე გამოხატა სინანული იმის გამო, რომ ისრაელმა „დაარღვია კატარის სუვერენიტეტი და დაადასტურა, რომ მომავალში ასეთ თავდასხმას აღარ განახორციელებს".

სატელეფონო საუბარი, რომელიც ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრის პარალელურად შედგა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი ღაზის ომის მოგვარებისკენ მიისწრაფვის. მოლაპარაკებებში კატარი „ჰამასთან" შუამავლის როლს ასრულებს.

თეთრი სახლის ინფორმაციის თანახმად, საუბრისას კატარის პრემიერ-მინისტრი „მიესალმა ამ დაპირებებს და ხაზი გაუსვა კატარის მზადყოფნას, გააგრძელოს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმაც ანალოგიური მზადყოფნა გამოხატა".

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შექმნიან მექანიზმს „კოორდინაციის გასაძლიერებლად, კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×