რეზონანსი
30.09.2025

მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, შალვა მაისურაძე, ცოტნე დადიანის ქუჩა N303-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. 

თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგემები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.

„ადგილზე გავეცანი მოსახლეობის პრობლემებს. პირველ რიგში, აღინიშნა აქ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაციის საჭიროება. ამ კორპუსის მობინადრეებს ასევე სურთ საპარკე სკამებისა და საბავშვო-გასართობი ატრაქციონების მოწყობა. ყველა საკითხი გადავეცით რაიონულ გამგეობას და სამომავლოდ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მათი ჩართულობით, აღნიშნული მოთხოვნების უმეტესობა დაკმაყოფილდება“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.

4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი იყრის კენჭს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×