|

სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერის "დამხობის აქციასთან" დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია მინიმუმ 8 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულთა შორის არიან:
მარიამ მეყანწიშვილი
გიორგი ტალახაძე
დავით გიუნაშვილი
დავით ღურწკაია
სიმონ მახარაძე
გია თოლორაია
მიხეილ თოლორაია
თემურ ქურციკიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის, აქტივისტების დაკავებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით კი, ყველა მათგანი გამთენიისას დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიამ მეყანწიშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. კონკრეტულად, თუ რას ედავებიან დაკავებულებს, ეს ჯერ უცნობია.
"მარიამ მეყანწიშვილს ჰყავს 6 წლის შვილი. ერთადერთი პატრონია ამ ბავშვის. გთხოვთ, არ მოითხოვოთ მასზე პატიმრობა და გიარაოს უფლება გამოიყენეთ. ყველამ იცის რომ მარიამი მარტოხელა დედაა" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავებულ აქტივისტზე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|