
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ერა დაიწყო, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„დღეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ეტაპი იწყება. ბოლო სამხედრო შეტაკებებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება ადასტურებს, რომ ორივე ქვეყანამ საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკური ნება გამოავლინა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ასევე, ალიევის ცნობით, აზერბაიჯანმა სომხეთში საქონლის ტრანზიტზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნა.
„აზერბაიჯანმა სომხეთში საქონლის ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, რომელიც ოკუპაციის შემდეგ მოქმედებდა. მიმაჩნია, რომ ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაშიც არსებობს“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.