რეზონანსი
21.10.2025

გახარიას ამომრჩეველი გაცილებით უფრო სწორად აზროვნებს, ვიდრე თავად გახარია, როცა მიხვდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრი ამომრჩეველი დაკარგა, შეიძლება ითქვას, რომ თავშესაფრად საქართველოს პარლამენტი ნახა, რადგან „ნაცმოძრაობასთან“ ვეღარ იქნება ისეთ კავშირში, რომ ბულინგის მსხვერპლი არ გახდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ერთი წელი დასჭირდა, რომ მიხვედრილიყო, პარლამენტში თავის დროზე უნდა შესულიყო.

„მეორეს მხრივ, თუ შემოსავლელი იყო, აქამდე რატომ არ შემოვიდა? – ახლა ვითომ შუალედური გადაწყვეტილება მიიღეს. თავი ჭკვიან პოლიტიკოსად მოაქვს, მაგრამ ამ დროს ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ მიხვედრილიყო, პარლამენტში თავის დროზე შემოსულიყო. თუ ასე იარა, რომ წელიწადში ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სადღაც 70 წელში მოუწევს, რომ საშუალო დონის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×