
კომპანია "იგლ ჰილსის" დირექტორმა მოჰამედ ალი ალაბარმა საქართველოში ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპზე.
„როდესაც საქართველოს შესახებ ინფორმაციას ეცნობი, როდესაც ეკონომიკური მიღწევის შესახებ იგებ და ხვდები, რამხელა ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში - მაშინ უნდა დაფიქრდეს ადამიანი, როგორ შეიძლება 8, 9 და თუნდაც 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მოახერხო?! რაღაცას აშკარად ძალიან კარგად აკეთებთ. ეს იოლი არ არის.
40-წლიანი გამოცდილება მაქვს და ყოველ დღე ბრძოლა მაქვს. ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს თქვენგან, რა ინსტრუმენტებს იყენებთ, რა ინიციატივებს ახორციელებთ, ამ ტემპით, ამ მასშტაბით - ეს ჩვენთვის, ინვესტორებისთვის გადამწყვეტია. მგონი აქ ყველაფერი კარგად მიდის. მადლობა, რომ გვენდეთ და გაგვიღეთ ქვეყნის კარი. ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით“, - აღნიშნა მოჰამედ ალი ალაბარმა.