რეზონანსი
21.10.2025

 სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ახალი მიმართულებებით პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე, სამეცნიერო კავშირების გაფართოებას და ინოვაციური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. განიხილეს ერთობლივი ბანაკებისა და გაცვლითი პროგრამების გაღრმავების პერსპექტივა, რაც ახალგაზრდებს შორის მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

გივი მიქანაძემ ნიკოლ ფაშინიანს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელების სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×