რეზონანსი
22.10.2025

პეტერ ფიშერის საქართველოში სადავო აქტივობებთან დაკავშირებით დასმული კითხვების შემდეგ, ყველაზე რეიტინგული გერმანული პარტია, ბუნდესტაგს ახალი შეკითხვებით მიმართავს.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“დეპუტატებს აინტერესებთ, საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური მთავრობისგან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტებით, ან სხვა საშუალებებით.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაინტერესებულია, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციებია დაახლოებული საქართველოს ოპოზიციასთან, რომლებიც პირდაპირ, ან ირიბად გერმანიის ფედერაციული მთავრობისგან არიან მხარდაჭერილი.

ერთ-ერთი კითხვა ასევე ეხება იმას, მიიღეს ან მიიღებენ თუ არა გარკვეული მედიასაშუალებები რაიმე სახის მხარდაჭერას საქართველოში 2020-2025 წლამდე პერიოდში ფედერალური ფინანსებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×