რეზონანსი
22.10.2025

სახაროვის პრემია ევროპარლამენტის მიერ გადაეცემა მათ, რომლებიც იღწვიან ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების დაცვისთვის, მზია ამაღლობელისთვის ამ პრემიის მინიჭებით ევროკრატიამ პოლიციელზე თავდასხმა "მართებულად" აღიარა, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, იმავე წარმატებით შეუძლიათ ეს უკვე "შერყვნილი პრემია" გადასცენ ულტრამემარცხენე ევროპელ ექსტრემისტებს სხვა ანტისახელმწიფოებრივ კრიმინალურ მარგინალებს.

"სახაროვის პრემია ევროპარლამენტის მიერ გადაეცემა მათ, რომლებიც იღწვიან ადამიანის უფლებებისა და აზრის თავისუფლების დაცვისთვის, მზია ამაღლობელისთვის ამ პრემიის მინიჭებით ევროკრატიამ პოლიციელზე თავდასხმა "მართებულად" აღიარა. იგივე წარმატებით შეუძლიათ ეს აწ უკვე შერყვნილი პრემია გადასცენ ულტრამემარცხენე ევროპელ ექსტრემისტებს, ქუჩებში მაროდიორებს და სხვა ანტისახელმწიფოებრივ კრიმინალურ მარგინალებს.

ქართულ საზოგადოებასთან ბრძოლა თუკი მიაჩნიათ იმაშიც, რომ პრიზები გადასცენ ნაცპარაზიტებს, კოლექტიურ მზია ამაღლობლებს, ნიკა გვარამიებსა და ნინო ლომჯარიებს, იოლი წარმოსადგენია რა წუმპეშია ევრობიუროკრატების პოლიტიკური ალღო.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×