|

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა, ნურლან საურანბაევმა შუა დრეფნის განვითარებასა და ტრანზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს ფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებული ღონისძიებაა. ტრანზიტი, რომელსაც ყაზახეთში „მეორე ნავთობს“ ვუწოდებთ, არის ბევრი ქვეყნის მომავალი, მათ შორის იმათიც, ვინც აქ, ფორუმზე იმყოფება. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული შუა დერეფნის განვითარებით. ამასთან, მნიშვნელოვანი ნაწილია მთავრობათაშორისი შეთანხმება იურიდიულ და ინსტიტუციურ დონეებზე. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადების მსურველებს აინტერესებთ გარანტიები, რა წარმატებას მოუტანს მათ ეს ნაკადები. ამიტომ აუცილებელია, მოვამზადოთ სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რომელშიც ყველა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი (სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზია) იანგმინგ იანგი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ოსმან ბოირაზი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|