რეზონანსი
22.10.2025

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელსაც დააკისრა „საქართველოსთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები“.

პუტინის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალში გამოქვეყნდა.

აღნიშნული განკარგულებით, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად, ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნა.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ მეზობელ სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში, ასევე დაეკისროს მას აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობები“, – ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.

უდოვიჩენკო ასევე დაინიშნა კასპიის ზღვის საკითხზე მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად. მანამდე აღნიშნულ ორ პოსტს მიხაილ პეტრაკოვი იკავებდა.

უდოვიჩენკო 2019-2024 წლებში ყირგიზეთში რუსეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×