რეზონანსი
23.10.2025

ჩინეთიდან კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გერმანული ავტოგიგანტი "ფოლკსვაგენი" ქალაქ ვოლფსბურგში მდებარე თავის მთავარ ქარხანაში 29 ოქტომბრიდან წარმოების შეჩერებას გეგმავს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, წარმოების შეჩერება სხვა მოდელებთან ერთად Golf-ზეც იმოქმედებს. Golf-ის გარდა, სავარაუდოდ, სულ მცირე სამი სხვა მოდელის, მათ შორის Tiguan-ის, Touran-ის და Tayron-ის წარმოებაც შეჩერდება.

გარდა იმისა, რომ VW-ი მშობლიურ ქარხანაში წარმოების შეჩერებას გეგმავს, ის აგრეთვე აპირებს, მოკლევადიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას. ახალი წესები ჯერ რამდენიმე ათას თანამშრომელს შეეხება, ხოლო მოგვიანებით კი, შესაძლოა, ათიათასობით თანამშრომელი მოკლევადიან სამუშაოზე გადაიყვანონ.

Volkswagen-მა ოთხშაბათს თანამშრომლები და საზოგადოება გააფრთხილა, რომ ნახევარგამტარების მწარმოებელ ჩინურსა და ნიდერლანდურ კომპანია Nexperia-ს გარშემო არსებულმა დავამ, შესაძლოა, წარმოების დროებითი შეფერხება გამოიწვიოს. სწორედ, Nexperia აწვდის Volkswagen-ს კომპიუტერულ ჩიპებს.

თუმცა, როგორც Volkswagen-ში აცხადებენ, Golf-ისა და Tiguan- ის წარმოების შეჩერება ისედაც იყო დაგეგმილი და არ უკავშირდებოდა Nexperia-ს საქმეს. ამავე დროს კომპანიის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოს, რათა დასაქმებულთა ნაწილისთვის მოკლევადიანი სამუშაო გრაფიკი მოეთხოვათ. სტატიაში აღნიშნულია, რომ წარმოებისთვის საჭირო მასალა შესაძლოა მომავალ კვირაში ამოიწუროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×