რეზონანსი
23.10.2025

„არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა პეტერ ფიშერის ჩვენს ქვეყანაში ყოფნა, გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც ქართულ-გერმანული ურთიერთობები დააზიანა. დარწმუნებული ვარ, ურთიერთობების გამოსწორება ძალიან მალე მოხდება, მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ ელჩ პეტერ ფიშერის გაწვევასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

„რეალურად, ძალიან კარგია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება ბატონი ფიშერის გაწვევასთან დაკავშირებით. უკვე არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდებოდა მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნა. გერმანიის პირველი ელჩი იყო, რომელმაც დააზიანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. მანამდე ეს ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა, გვქონდა ძალიან კარგი დინამიკა და ფიშერის პირობებში, ძალიან მძიმე ზიანი მიადგა ამ ურთიერთობებს. თუმცა ეს ურთიერთობები იმდენად ძლიერია, რომ მე დარწმუნებული ვარ, მისი გამოსწორება ძალიან მალე მოხდება. მთავარია, ღირსეული კაცი დაინიშნოს მომავალში გერმანიის ელჩად,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×