რეზონანსი
23.10.2025

რადიკალების შეცვლილ ტაქტიკას „ქრონიკასთან“ საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ერთადერთი რამე დარჩათ, რომ პატრონებთან გაარჩიონ საქმე ვინ იყო მტყუანი, ვინ იყო მართალი, სად წავიდა ფული და ა.შ.

„გვახსოვს 4 ოქტომბერს მათი ლიდერების განცხადებები, რომ ჩაგვივარდა გეგმა, არ მოვიდა იმდენი ხალხი, ხელისუფლება უკან აღარ დაიხევს და შემდგომ ერთმანეთის ჭამა დაიწყეს. ახლა ერთადერთი რამე დარჩათ, რომ პატრონებთან გაარჩიონ საქმე ვინ იყო მტყუანი, ვინ იყო მართალი, სად წავიდა ფული და ა.შ. ეს პროცესი მიდის ახლა.

დღეს საფუძველი არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების. ამიტომაც ვერ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი დღემდე, თორემ არავინ მოგვეფერებოდა. შესაბამისად, ახლაც ტექნიკურად ვერ დადგება, მაგრამ პოლიტიკური იარაღის და ვაჭრობის იარაღის საგანი გახადეს ვიზალიბერალიზაცია“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ჩავარდნილი გეგმების შემდეგ ოპოზიცია ტაქტიკას ცვლის. ამჯერად ოპოზიცია და მათთვის დავალებების მიმცემები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე აქტიურ მუშაობას იწყებენ. ამ კუთხით იხარჯება კონკრეტული თანხებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×